„საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №425 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 26/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
836
26/07/2013
გამოუქვეყნებელი, 26/07/2013
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №425 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №836

2013 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის 425 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხ­ლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორ­მით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის 425 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავ ­რობის კანცე­ლარიას, რომ შპს „სამთავრობო ღონისძიებათა მომსა ­ხუ­რე­ბის ბიუროს“ დახურული კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის უსა­ს­ყიდლო უზუფ­რუქტის ფორმით, 2012 წლის 22 მარტიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის სარგებლობაში არსებული საქართველოს მთავრობის კანცე ­ლა ­რიის ადმი­ნისტრაცი­ული შენობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.063.002) მე-2 სართულზე არსებული სასადილო და მისი სა­თა­ვ­სოები – სულ 440 კვ.მ ფართობი.“.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ განკარგულების შეს­რუ­ლების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გა­თ­ვა­ლისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

3. ამ განკარგულების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრი­დან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ . ივანიშვილი