დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 833 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 26/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №833
2013 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ‑ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ქონება ‑ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადასცეს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ‑ ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები