დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 271 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №271
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება 2014 წლის პირველი იანვრიდან, ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) განახლებულ სქემაზე საქართველოს გადასვლის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ევროკომისიისთვის წარსადგენ განაცხადზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები