დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 22/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №256
2013 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №1425 განკარგულებით, ხიზაბავრის საირიგაციო წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასპინძის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ბ) ხიზაბავრის საირიგაციო წყალსაცავის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „არალისთან“, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმდა მრავალწლიანი ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 2 782 910 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ათი) ლარს.
2. ხიზაბავრის საირიგაციო წყალსაცავის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑18 მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასპინძის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 282 910 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ათი) ლარი.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები