„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017719
99
22/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
010220020.10.003.017719
„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2014 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომან­ქა­ნებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემს-წავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/10/2013, 010220020.10.003.017433) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შე­­საბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტ­რე­ბ­ის აპარატების, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო და­წე­­სე­­ბუ­ლებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სა­ქა­რ­­თ­ვე­ლოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სა­ქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდე­ბარე­ბული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ­რი­ვი ავ­ტო­მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრე­ბის რაციონალური ხარჯვის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კო­მი­სია (შემ­დგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ‑ კომისიის თავ­მ­ჯ­დომარე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დე­პარტამენტის უფროსი ‑ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოად­გი­­ლე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მი­ნი­სტრის მოადგილე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრის მოადგილე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მო­ად­გილე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მო­ადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდი­უ­ლი დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის მინისტრის მოადგილე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტ­რის მოადგილე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სა­კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მო­ადგილე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართ­ველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი