დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 254 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/03/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 22/03/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2013 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
აღმოსავლეთ‑დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება აღმოსავლეთ‑დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის შესახებ შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ხანგრძლივობა: | არა უმეტეს 25 წელი (შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით) |
შეღავათიანი პერიოდი: | 10 წელი |
საპროცენტო განაკვეთი: | Libor-ზე დაფუძნებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. |
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დოკუმენტის კომენტარები