დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №689
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ: გზების, ხიდების, ხიდ-ბოგირების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების, სარწყავი არხების, მოსაცდელების, წყალსადენებისა და გარე განათების შეკეთება-მშენებლობისათვის გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
დ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
თ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;
ი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
კ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
ლ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;
მ) ქ. ქუთაისის მერიას – 100 000 (ასი ათასი) ლარი.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, მუნიციპალიტეტები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები