დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №249
2013 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑5 მუხლის მე‑3 პუნქტის საფუძველზე ნება დაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში ქირავნობის ფორმით გადასცეს სწრაფი გადახდისა და საბანკო აპარატების განსათავსებლად, თავის ბალანსზე რიცხული 30 კვ.მ ფართი, წლიური ქირით 6 120 ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები