იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

  • Word
იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
247
15/03/2013
გამოუქვეყნებელი, 15/03/2013
000000000.00(0).000.000000
იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №247

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2013 წელს უზრუნველყოს იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის საუწყებო დანიშნულებიდან გამომდინარე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადასაცემად.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი