დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 245 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №245
2013 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „საქართველოს ბანკს“ იჯარის ფორმით გადასცეს ქალაქ თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე №6-ში, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ფართი (უძრავი ქონება) 7.81 კვ.მ (საკადასტრო კოდი 01.10.10.022.093) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირით 150 ლარად.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები