საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
222
01/03/2013
გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №222

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მომსახურების ხარჯების დაფარვის შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №6) სამინისტროს აპარატის გარდა განთავსებულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, შენობის მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, დასუფთავების ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და სხვა ადმინისტრაციული შენობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები) დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს აპარატისათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ბ. ივანიშვილი