ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
213
01/03/2013
გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
000000000.00(0).000.000000
ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №213

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. ქ. თბილისში, 2013 წლის 15-25 მარტს, ჭიდაობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ქალთა ჭიდაობა) 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მი­­სიის თავმჯდომარე

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალ­გაზრდო­ბის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მაია ფანჯიკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტ­რი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინის­ტ­რი

დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

თამაზ თევზაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლერი ხაბელოვი – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართვე­ლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

შოთა ხაბარელი – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ელდარ კურტანიძე – ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

ედიშერ მაჩაიძე – ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

მამუკა ქაცარავა – ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსა­ხუ­რე­ბისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი.

2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ორგა­ნი­ზე­ბის უზრუნველსაყოფად.

3. შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორ­ციელებას.

პრემიერ-მინისტრი                                             ბ. ივანიშვილი