დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრი წყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 688 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №688
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
თეთრიწყაროს, მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) გამოყოს:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი, №1 დანართის შესაბამისად; *
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი, №2 დანართის შესაბამისად; *
გ) დმანისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი, №3 დანართის შესაბამისად; *
დ) წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 305 000 (სამას ხუთი ათასი) ლარი, №4 დანართის შესაბამისად. *
2. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) ზ. მელიქიშვილს.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
* დანართები არ ქვეყნდება
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები