თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
687
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 687

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიას გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი საახალწლო განათებისა და ნაძვის ხის შესაძენად.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიცი­პალიტეტები) ზ. მელიქიშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                   გ. ბარამიძე