დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 686 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №686
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) გამოუყოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 610 000 (ექვსას ათი ათასი) ლარი შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად:
ა) ქუბრიაანთკარი-ბულაჩაური-აბანოსხევი-წითელსოფელი-ჭოპორტის ბუნებრივი აირის ქსელის რეაბილიტაციისათვის (1200 კომლი), ღირებულება – 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი;
ბ) დაბა ფასანაურის ბუნებრივი აირის ქსელის რეაბილიტაციისათვის (550 კომლი), ღირებულება – 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;
გ) არაგვისპირი-ჟინვალის ბუნებრივი აირის ქსელის რეაბილიტაციისათვის (1400 კომლი), ღირებულება – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
დ) გზის მოხრეშვისათვის: შუახევში (2 კმ.), კადოეთში (1.5 კმ.), მჭადიჯვარი-ძალისში (6 კმ.), წილკანი-ებნისი-ჭილურტში (6 კმ.), ღირებულება – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისადб უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) ვ. მაღლაფერიძეს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები