ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
684
21/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 684

2007 წლის 21 ნოემბერი

. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა­თვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინან­სთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ქვემოთ ჩამოთვლილ მუნი­ციპალიტეტებს გამოუყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – ქ. ამბრო­ლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. №12-ში, გურგენიძის ქ. №10-ში და ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი ბინების სახურავების შეცვლისათვის, ქ. ამბროლაურის გარე განათე­ბისათვის, სოფელ ლიხეთში მდ. ხეორზე ხიდის მონტაჟისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ბ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – საკაო-ხიდაშლების გზის აღდგენითი სამუშაოებისათვის შიდა სასოფლო გზების (ღები, სევა და კომდელი) მოვლა-შეკეთებისათვის, მდინარე მუშუანზე ნაპირსამაგრი გაბიონისათვის, სოფლებში ღებსა და ბარში წყალსადენის სისტემის მოწყობისათვის, ქ. ონის გარე განათებისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

გ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – სოფლების ჩხუტელის, ლასხანას, ქორენიშის, სურნუშის, დეხვირის, ლუხვანოს, წიფერჩის, ჩქუმის, ზუბის, ისუნდერის, წილამიერის შიდა სასოფლო გზებისა და სოფელ ოყურეშის ხიდის შეკე­თებისათვის, ქ. ცაგერის გარე განათებისათვის ქ. ცაგერში კოსტავას ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის გადახურვისათვის – 100 000  (ასი ათასი) ლარი;

დ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – დაბა ლენ­ტეხში აღმაშენებლის ქუჩაზე 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეცვლისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიცი­პალიტეტები) ო. სირაძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                         გ. ბარამიძე