დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 681 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №681
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კახეთის მხარის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს – 2 004 000 (ორი მილიონ ოთხი ათასი) ლარი:
ა) თელავის მუნიციპალიტეტს – 395 000 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 675 000 (ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 273 000 (ორას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი;
დ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 403 000 (ოთხას სამი ათასი) ლარი;
ვ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 128 000 (ას ოცდარვა ათასი) ლარი;
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად და მოკლე დროში შესრულების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მუნიციპალიტეტების გამგეობებს, რათა შესყიდვები განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს გ. ნაცვლიშვილს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები