დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 680 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №680
2007 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შესაძენად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებასთან დაკავშირებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შესაძენად საჭირო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები