საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
679
13/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
000000000.00(0).000.000000
საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №679

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საპრეზიდენტო  სუბსიდიის  დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯა­რო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო განისაზღვროს იმ ორგანიზაციად, რომელზეც „მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ვრცელდება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზ­ღვრული შეზღუდვა.

2. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად განსაზღვროს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივ საწყი­სებზე ან/და შესაბამისი ანაზღაურებით მოახდენენ ვაუჩე­რების გადაცემას ბენეფიციარებისათვის სააგენტოსა და მათ შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში მოიძიოს საჭირო თანხები ამ გან­კარ­გულებით გათვალის­წინებულ პირთა (მუშაკთა) მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზ­ღაურებისათვის.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი