დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 812 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №812
2013 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემის ცენტრიდან სოფ. ზენობანში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმამდე და სოფ. ერკეთის ტერიტორიული ორგანოს ცენტრიდან ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 830 000 (რვაას ოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , პროექტირების პარალელურ რეჟიმში.
პრემიერ-მინისტრი ბ .ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები