დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 17/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №807
2013 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალოვანისა (სოფლები: ჭალოვანი, ხვანი, ლიჩი) და ცხომარეთის (სოფლები: ცხომარეთი, უზუმთა, მოხვა) თემების გაზიფიცირების მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, მათ შორის საშუალო წნევის გაზსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურის და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
2. ეთხოვოს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები