დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ Georgian Industrial Asset Management Group“ ის მიმართ საქმიანობის ხელშემწყობ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 774 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №774
2013 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ Georgian Industrial Asset Management Group“‑ ის მიმართ საქმიანობის ხელშემწყობ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „Georgian Industrial Asset Management Group“-ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, კერძოდ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 3 000 (სამი ათასი) ლარით.
2.დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები