საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
772
05/07/2013
გამოუქვეყნებელი, 05/07/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №772

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ა(ა)იპ - საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, ა(ა)იპ - საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისათვის გადასაცემად.

2. ეთხოვოს, ა(ა)იპ - საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი