საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების (საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება) პროექტის მოწონებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების (საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება) პროექტის მოწონებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 722
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
722
05/07/2013
გამოუქვეყნებელი, 05/07/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების (საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება) პროექტის მოწონებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №722

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების (საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება) პროექტის მოწონებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1 . მოწონებულ იქნეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტი ( 315, 500 აშშ დოლარი) „საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება“ .

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტზე „საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება“ ხელმოწერის უფლებამოსილების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სსიპ - საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს ამ განკარგულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ.

პრემიერ-მინისტრი                                ბ . ივანიშვილი