„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5999
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.003.196
  • Word
5999
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
470.230.000.05.001.003.196
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით.“;

ბ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს საბჭომ.

14. საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.“.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო.“.

4. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. რეზიდენტურაში მზადება ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას, საჭიროების შესაბამისად, აფინანსებს სახელმწიფო.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:

„31. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ერთობლივი ნორმატიული აქტით.

32. რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.

33. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რეზიდენტების მზადების ტექნიკურ უზრუნველყოფას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს საბჭო.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში ან/და სასწავლებლებში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფსიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციას ახორციელებს საბჭო. დაწესებულებებმა ან/და სასწავლებლებმა აკრედიტაცია შეიძლება მიიღონ ცალკეული საექიმო სპეციალობის (სპეციალობების) ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო სერტიფიკატი უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენის შემთხვევაში.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა საბჭო.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებათა წარმომადგენლები.“;

გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების ორგანიზების, მართვისა და მონიტორინგის, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობის შესწავლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“.

7. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას ჩამოერთვა;“.

8. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.“.

9. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უწყვეტი პროფესიული განვითარება“.

10. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 291 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო შეიმუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესებს, აგრეთვე აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს.“.

12. 30-ე–37-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. 371 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობასაც შეესაბამება მოცემული სუბსპეციალობა. სპეციალობების და ამ სპეციალობების შესაბამისი სუბსპეციალობების ნუსხებს ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.

4. სუბსპეციალობაში მზადების კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.“.

14. 373 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სუბსპეციალობის მოწმობა გაიცემა უვადოდ.“.

15. 374 მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

17. 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 70-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

19. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.“.

20. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “მუხლი 76. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა.“.

21. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 6 თვისა.“.

22. 79-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ იღებს საბჭო.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭო ვალდებულია:

ა) 7 დღის ვადაში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი საფუძვლების მითითებით;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.“;

ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 96-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

24. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ დაწესებულებებში ან/და სასწავლებლებში განხორციელდეს 2009 წლის 1 მარტიდან.

2. 2009 წლის 1 მარტამდე მიღებული რეზიდენტების/მაძიებლების მზადება გაგრძელდეს დაწესებულების ან/და სასწავლებლის მიერ შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვების მიუხედავად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დასრულებამდე.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება – 2008 წლის 15 მაისამდე;

ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესები, აგრეთვე აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები – 2009 წლის 1 მარტამდე;

გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესები;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა;

ე) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი რეზიდენტურის და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის) – 2008 წლის 31 დეკემბრამდე;

ვ) სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმა – 2008 წლის 31 დეკემბრამდე;

ზ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები;

თ) ცალკეულ საექიმო სპეციალობებში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი.

4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2009 წლის 1 მარტამდე.

5. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად ჩაითვალოს:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი;

გ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭება;

დ) შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ბოლო 15 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის და შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი აქვს.

6. პროფესიული რეგულირების საბჭო წარმოადგენს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს და დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამონაცვლეს.“.

25. 99-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

26. 1001 მუხლი ამოღებულ იქნეს.

27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1003 მუხლი:

    მუხლი 1003. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედების ვადის გაგრძელება

1. 2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედება, მიუხედავად მათი იურიდიული ძალისა, გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო სერტიფიკატებზე, რომელთა გაუქმების თაობაზედაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიმართვის საფუძველზე საბჭო გასცემს ახალი ფორმის სახელმწიფო სერტიფიკატს.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5999–რს