დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის „თელავის ბატონის ციხის“ კონსერვაციის გეგმის პროექტის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 713 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №713
2013 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის „თელავის ბატონის ციხის“ კონსერვაციის გეგმის პროექტის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს უზრუნველყოს:
ა) კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის „თელავის ბატონის ციხე“ კომპლექსური კვლევითი და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კონსერვაციის გეგმის პროექტის შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის (პროგრამული კოდი 25 03) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (მსოფლიო ბანკი – IBRD)” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 0 6) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) ამ განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები