დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 712 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №712
2013 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სამინისტროს საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) სამინისტროს ვებ‑გვერდის დიზაინის დამზადებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) სამინისტროს ლოგოს დიზაინის დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში რესურსის მოძიება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები