დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1049 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1049
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №92 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები