დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 708 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №708
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში (სერია 32, ნომერი 0397, ტიპი II K), შევიდეს ცვლილება და ლიცენზიის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის (საცემენტე კირქვა) ლიცენზიით დარჩენილი მოსაპოვებელი ოდენობა (53 000 ტონა), ლიცენზიის კონტურის შიგნით დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგის ფარგლებში, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (2020 წლის ოქტომბერი), გაეზარდოს 2 150 691,7 ტონით.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები