საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1046
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1046
29/12/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009
000000000.00.00.000000
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1046

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა, აღიარებს რა, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის ,,ზ და ,,თ ქვეპუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 245-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ასევე ინვესტიციების განხორციელების (საინვესტიციო საქმიანობა) ხელშეწყობის მიზნით კონტრაჰენტებს (ინვესტორები) და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვთ უზუფრუქტის ფორმით ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე საინვესტიციო გარემოს შეცვლის ან/და დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპზე დაყრდნობით, შეეცვალოთ სახელმწიფოს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებები და მოეხსნათ დაკისრებული სანქციები, კერძოდ:

ა) რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეული უძრავი და მოძრავი ნივთის შემძენები გათავისუფლდნენ მათზე ხელშეკრულებით ნაკისრი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დღემდე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდისაგან და გადაევადოთ ვალდებულებების შესრულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვთ უზუფრუქტის ფორმით და ვალდებულნი იყვნენ დაეზღვიათ აღნიშნული ქონება, მაგრამ ვალდებულება არ აქვთ შესრულებული, გათავისუფლდნენ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისა და ქონების დაზღვევის ვალდებულებისაგან.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური