დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 20/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №173
2013 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „დარიალი ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 401953061) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 736 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.01.14.029) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე 14855 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.01.14.055).
2. საქართველოს მთავრობას, შპს „დარიალი ენერჯის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული დარიალი ჰესის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთანავე, ჰესისთვის გამოუსადეგარ მიწის ნაკვეთებზე შეწყდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებებიდან წარმოშობილი სარგებლობის უფლებები.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები