დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №168
2013 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადასცეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონება, რომელთა ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები