საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1041
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1041
29/12/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2009
000000000.00.00.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1041

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­ექ­ტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თვითმმართველ ქ. ქუთაისსა და ჭია­თურის, ტყიბულის, თერ­ჯოლის, ყაზბეგის, თიანეთის, ლან­ჩ­ხუთის, ოზურგეთის, ჩოხა­ტაურის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 5 029 000 (ხუთი მი­ლი­­ონ ოცდაცხრა ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) თვითმმართველ ქ. ქუთაისს – 1 000 000 (ერთი მილი­ონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) ქ. ქუთაისში ვიდეოკონტროლის სისტემის მოწყობა;

ა.ბ) ქ. ქუთაისში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია;

ა.გ) მრავალსართულიანი ბინების დაზიანებული სახურა­ვე­ბის რეაბილიტაცია;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 650 000 (ექვსას ორ­მოც­დაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებ­ლად:

ბ.ა) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

ბ.ბ) საგზაო ნიშნების დაყენება და ქუჩების დახაზვა;

ბ.გ) სახელოვნებო სკოლების კაპიტალური შეკეთება;

ბ.დ) შპს ,,ბაგირგზებისათვის ახალი ვაგონების შეძენა და მისი ტექნიკური გადაიარაღება;

ბ.ე) №27 სპორტულ სკოლასთან არსებული სპორტული სა­­სახ­ლის კაპიტალური შეკეთება;

ბ.ვ) ნაგავსაყრელის მოწყობა;

ბ.ზ) ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (მრავალ­სარ­თუ­ლიანი  საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა, სა­ხურავების შეძენა, საყრდენი კედლების აღდგენა);

ბ.თ) კულტურის სასახლის გათბობის სისტემის რეაბილი­ტაცია;

ბ.ი) ტროტუარების აღდგენა;

ბ.კ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის კაპი­ტა­ლუ­რი შეკეთება და გათბობის სისტემის შეკეთება;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორ­მოც­დაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებ­ლად:

გ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურის შე­ნობის მშენებლობა;

გ.ბ) ტროტუარებისა და გზის კედლების აღდგენა-მოწ­ყობა;

გ.გ) საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია;

დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორ­მოც­დაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებ­ლად:

დ.ა)  სოფელ თუზის ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური შე­კეთება;

დ.ბ) სოფელ რუფოთის ბაგა-ბაღის შენობის რემონტი;

დ.გ) სოფელ ქვ. ალისუბანში ბაგა-ბაღის შენობის მშენებ­ლობის და­წ­ყება;

დ.დ) სოფელ ბარდუბნის №2 ბაგა-ბაღის შენობის მიმ­დი­ნარე შეკე­თება;

დ.ე) მუნიციპალიტეტში გარე განათების გაუმჯობესება;

ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 354 600 (სამას ორმოც­დათოთხმეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების გან­სა­ხორციელებლად:

ე.ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კა­პიტალური რემონტი;

ე.ბ) სანაგვე ურნების შეძენა;

ე.გ) კომპლექსური სპორტული დარბაზის კაპიტალური რე­მონ­ტი და ინვენტარის შეძენა;

ე.დ) დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის ფასადების შე­ღებვა და კეთილმოწყობა;

ე.ე) დაბა სტეფანწმინდაში მოედნის კეთილმოწყობა;

ე.ვ) დაბა სტეფანწმინდაში საზოგადოებრივი საპირფა­რე­შოს მშენებლობა;

ვ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 275 400 (ორას სამოც­დათხუთმეტი ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების გან­სა­ხორციელებლად:

ვ.ა) დაბა თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულ­ტუ­რისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა და მასთან დამა­კავ­­შირებელი ხიდის რეაბილიტაცია;

ვ.ბ) სპორტული დარბაზის ინვენტარით აღჭურვა;

ვ.გ) №1 და №2 საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტი;

ვ.დ) დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე გარე ფასადე­ბის შეღებვა;

ზ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 333 000 (სამას ოცდა­ცამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

ზ.ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეა­ბი­ლიტაცია;

ზ.ბ) გარე განათების რეაბილიტაცია;

თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 316 000 (ერთი მი­ლიონ სამას თექვსმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

თ.ა) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

თ.ბ) წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია;

თ.გ) დასუფთავების ღონისძიებები;

ი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათა­სი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ი.ა) გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შე­ნო­ბის რეაბილიტაცია;

ი.ბ) სახანძრო სამსახურის ავტომობილების კაპიტალური რე­მონტი;

ი.გ) სამხარეო პოლიციის შენობის კაპიტალური შეკე­თე­ბა;

ი.დ) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

ი.ე) წყლის სისტემის ექსპლუატაცია;

ი.ვ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა;

ი.ზ) კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობა;

ი.თ) ახალგარემონტებული ბაღებისა და მოსწავლე-ახალ­გაზრდობის სახლისათვის ინვენტარის შეძენა;

ი.ი) ცენტრალური სტადიონის რემონტი;

ი.კ) საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მოწყობა;

ი.ლ) საჭამიასერის, ბასილეთისა და ერკეთის საბავშვო ბა­ღების  შენობათა რეაბილიტაცია;

ი.მ) დაბის ცენტრისა და ქუჩების კეთილმოწყობა.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონუ­ლი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინის­ტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.  

პრემიერ-მინისტრი                                                                            ნ. გილაური