ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
167
15/02/2013
გამოუქვეყნებელი, 15/02/2013
000000000.00(0).000.000000
ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №167

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოიღოს შუახევის სატყეო ადმინისტრაციის სოფელ ახალდაბის მიმდებარედ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეო უბანში აღრიცხული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 229 ძირი მუხის ჯიშის ხე.

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“:

ა) ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ვალდებულია მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების სანაცვლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ. ივანიშვილი