საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანისა და „წითელი ხიდი–წალკა–ალასტანის“ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
660
13/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანისა და „წითელი ხიდი–წალკა–ალასტანის“ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 660

2007 წლის 13 ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს  ნავთობისა  და  გაზის  კორპორაციის ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანისა და წითელი ხიდი–წალკა–ალასტანის 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში, მდ. რიონზე წყლის დონის საგრძნობმა მატებამ გამოიწვია მარჯვენა სანა­პირო ზოლის ინტენსიური ეროზია, რის შედეგადაც მდი­ნარის კალაპოტში მოექცა და საყრდენის გარეშე დარჩა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის (30-ე კმ-ზე) დ=500 მმ-იანი 80-90 მეტრი სიგრძის მილი. აღნიშნული მილის გაწყვეტის რეალური საშიშროების გამო აუცილებელია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანა, ასევე, აუცილებელია წითელი ხიდი- წალკა- ალასტანის 300 მმ-იანი მაგისტრა­ლური გაზსადენის უკვე აშენებული მონაკვეთის რეაბილიტა­ცია და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის გაზსადენის გაყვანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოთა მოკლე დროში განხორციელებისა და რეგიონისათვის დამახასიათებელი რთუ­ლი კლიმატური პირობების გამო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის 154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო­რაციის განცხადების საფუძველზე:

1. გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსა­დენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადა­ტანისა და წითელი ხიდი – წალკა – ალასტანის 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის უკვე აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე სამუშაოთა შესრულების დაჩქარების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი