ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 659
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
659
13/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
000000000.00(0).000.000000
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 659

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღონისძიებათა შესახებ

1. ნება დაერთო შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ , საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქ­ტომბრის № 473 განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი სესხის ხარჯზე შეძენილი დ=500 მმ-იანი მილები გამოიყენოს ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.

2. შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო­რაციამ“ განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრა­ლური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საჭირო დ=500 მმ-იანი მილები შეიძინოს საკუთარი სახსრებით.

3. განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების შესაბა­მისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „ საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ ერთად უზ­რუნ­ველყოს სათანადო შეთანხმების გაფორმება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი