საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 657
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
657
09/11/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 657

2007 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 გან­კარგულების შესაბამისად გაცემული სესხის სახელმწი­ფო ბიუ­ჯეტში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 გან­კარგულებით შპს „მტკვარი ენერგეტიკისათვის“, შპს „ყაზ­ტრანს­გაზ-თბილისის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტი­კული კორ­პორაციის“, სს „იტერა საქართველოსა“ და სს „ენერჯი-ინვეს­ტისათვის“ გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქ­ტომბ­რის  მდგომარეობით  დასაბრუნებელი  100 067 506 ლარი სეს­ხიდან 38 246 731 ლარის დაბრუნების ვალ­დებულება  დარჩეთ ზემოაღნიშნულ  კომპანიებს, ხო­ლო  61 820 775 ლარის დაბრუ­ნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთო­ბისა და გაზის კორპორაციას“, კერძოდ:

ა) შპს „მტკვარი ენერგეტიკაზე“ რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 81 361 ლარის დაბრუნების ვალდე­ბულება დარჩეს შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, ხოლო 12 745 420 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

ბ) შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ რიცხული 56 524 661 ლარი სესხიდან 15 312 805 ლარის დაბრუნების ვალდე­ბულება დარჩეს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, ხო­ლო 41 211 856 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

გ) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაზე“ რიცხული 16 088 840 ლარი სესხიდან 14 749 405 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „საქარ­თველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცი­ას“,  ხოლო 1 339 435 ლარის დაბრუნების ვალდებულება გა­დაეკისროს შპს „საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

დ) სს „იტერა საქართველოზე“ რიცხული 13 862 466 ლარი სესხიდან 8 017 554 ლარის დაბრუნების ვალ­დებულება დარჩეს სს „იტერა საქართველოს“, ხოლო 5 844 912 ლარის დაბ­რუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავ­თობისა და გაზის კორპორაციას“;

ე) სს „ენერჯი-ინვესტზე“ რიცხული 764 758 ლარი სესხიდან 85 606 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ენერჯი-ინვესტს“, ხოლო 679 152 ლარის და­ბრუნების ვალდე­ბულება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორ­პორაციას“.

2. შპს „მტკვარი ენერგეტიკამ“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბი­ლისმა“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტი­კულმა კორ­პორაციამ“, სს „იტერა საქართველომ“ და სს „ენერჯი-ინვესტმა“ 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სესხზე და­რიც­ხული პროცენტი, დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქ­ტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იანვრამდე.

3. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 იანვ­რამდე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს „მტკვა­რი ენერგეტიკასთან“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისსთან“, შპს „სა­ქარ­თველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპო­რა­ციასთან“, სს „იტე­რა საქართველოსთან“, სს „ენერჯი ინვესტსა“ და შპს „საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ ხელშეკ­რულებების გაფორმება, რომელთა სა­ფუძველზეც გაუ­ქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარ­გულების შესაბამისად შპს `მტკვარი-ენერგეტიკასთან“ 2007 წლის 4 იანვარს გაფორმებული 01.01-8296, შპს „ყაზ­ტრანსგაზ-თბილისთან“ 2007 წლის 22 იანვარს გაფორმებული 04.01-8296, შპს „საქარ­თველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცი­ას­თან“ 2007 წლის 17 იანვარს გაფორმებული 02-03.01-8296, სს „იტერა საქართველოსთან“ 2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული 02-02.01-8296, სს „ენერჯი ინვესტთან“ 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულებები.

5. ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს ბუნებრივი აირის რეალიზაცია საბითუმო მომწოდებლებისათვის საშუალო შეწო­ნილ ფასად – 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვა­ლუტით, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის ელექტრო­ენერგიის საწარმოე­ბლად­ – 143 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვა­ლუტით.

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი