დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის №731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1032 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1032
2009 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის № 731 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის № 731 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, და რომლებიც განსახლებული იქნებიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ, ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები