დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ახალბაღის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1029 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1029
2009 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ ახალბაღის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 18 დეკემბრის 16/1784 წერილი) შპს „ახალბაღის“ (საიდენტიფიკაციო (რეგისტრაციის) №218035962) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები