დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1026
2009 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მისთვის 2008-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს:
ა) 2008–2011 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის არსებული შენობის სარეაბილიტაციო და ახალი შენობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო შესყიდვის განხორციელება;
ბ) 2008 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მეორე ეტაპისათვის საჭირო ღონისძიებათა და ოთხი საცხოვრებელი სახლის (ლენა ნაგურაიძის საცხოვრებელი სახლი №1; რუბენ ბიღოიძის საცხოვრებელი სახლი №32; საცხოვრებელი სახლი №33 და ჟიგე ლუკოიძის საცხოვრებელი სახლი №50) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.”.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები