დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,გოკი და კომპანიას” შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 707 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №707
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,გოკი და კომპანიას” შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით (საქმე № 3/489-06) დამტკიცებულ მორიგებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მორიგების აქტის თანდართული პროექტი.
2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები