დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №705
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1 .აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სათხილამურო ტურიზმის განვითარების მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების და თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი.
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „Goderdzi Resorts“ -ი s საწესდებო კაპიტალი.
პრემიერ – მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები