დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადმოსაცემ, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ შესყიდულ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 701 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №701
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადმოსაცემ, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ შესყიდულ საქონ ელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საამინისტროს თხოვნით, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) (შემდგომში – ორგანიზაცია) საქართველოში ახორციელებს საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის პროექტს, რომლის ფარგლებში უნდა შეიძინოს და სამინისტროს გადასცეს კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება კოლექტიური სარგებლობის კომპიუტერული ცენტრების მოსაწყობად.
2. პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, სახელმწიფოში პროექტის განხორციელებისას არ არის გათვალისწინებული სახელწიფო გადასახადები, მათ შორის საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდა, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანია შპს „კა ელ ჯისთვის“ სამინისტროსთვის გადასაცემ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ბ .ივანიშვილo
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები