საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 03/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
700
03/07/2013
გამოუქვეყნებელი, 03/07/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №700

2013 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს - Georgian investment group‑ს შორის გასაფორმებელი გრანტის ხელშეკრულების თანდართული პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ გრანტის ხელშეკრულებაზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, მიენიჭოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს - დავით დარახველიძეს.

3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ გრანტის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის შემდგომ, გრანტის მიმღებად განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ გრანტის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის შემდგომ , საქართველოს მთავრობის სახელით გასცეს შესაბამისი წერილი გრანტის მიმღების მიერ, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული გრანტის ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემისათვის არამიზნობრივად გამოყენებული თანხის, ამავე გრანტის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების თაობაზე.

5. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული გრანტის ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის შესრულება, შესაბამის მიწის ნაკვეთზე.

6. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, პერიოდულად წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრანტის ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი