საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 03/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
698
03/07/2013
გამოუქვეყნებელი, 03/07/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №698

2013 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წნორი–დედოფლისწყარო–ქვემო ქედის საავტომობილო გზის კმ 24+000-კმ 30+000 და კმ 35+000-კმ 45+000 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი ) ლარი.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წელს უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წნორი‑დედოფლისწყარო‑ქვემო ქედის საავტომობილო გზის კმ24+000-კმ30+000 და კმ35+000-კმ45+000 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს მიმდინარე წელს შესყიდული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                               . ივანიშვილი