დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 694 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №694
2013 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
1. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოქალაქე გიორგი გაბედავას (დაბ. 15.12.1999 წ. პ/ნ 39001042880) საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 03 03 03) ასიგნებიდან იტალიაში, ქალაქ ვერონაში, შესაბამის საუნივერსიტეტო კლინიკაში ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ერთჯერადად წინასწარი ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილობითი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიღებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს .
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს) წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები