„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5997
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 210.020.120.05.001.003.193
  • Word
5997
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
210.020.120.05.001.003.193
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-7 მუხლის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:

„ა.ა1) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე) გაცემა, წარმომადგენლის მეშვეობით – 60 აშშ დოლარი;“;

ბ) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის სახელმწიფო რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემისა და, მათი შეცვლიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) – 50 აშშ დოლარი;“;

გ) „ე.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ი1“ ქვეპუნქტი:

„ე.ი1) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემისათვის – 20 აშშ დოლარი;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5997–რს