„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 21/01/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016024
13/37
21/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
010320010.58.070.016024
„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №13/37

2014 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 364 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი,  17.04.2013,  010320010.58.070.016011) დამტკიცებულ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესსა და პირობებში  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კურსის საფასური - კურსის გავლისათვის ინსტიტუტის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და  პირობები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით;“;

ბ) ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“  ქვეპუნქტი:

„კ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური - სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისათვის ინსტიტუტის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და  პირობები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.“.

2. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  კურსზე რეგისტრაციისთვის  ინსტიტუტს უნდა წარედგინოს

ა) შესაბამისი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

ე) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;

ვ) კურსის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.  სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის  გამოცდის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ინსტიტუტს უნდა წარედგინოს შესაბამისი განცხადება და  სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 6. კურსის გავლა და სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის  უფლება

„1. კურსი გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დაესწრება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საათების 50%-ზე მეტს.  

2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს კანდიდატს კურსის გავლიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი სასწავლო პროგრამის დასრულების დღიდან.“.

4. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტესტირების პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას  საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში, მიიღოს ერთ–ერთი შემდეგი სახის გადაწყვეტილება:

ა) პრეტენზიის წარმდგენი კანდიდატის ტესტების  გასწორების თაობაზე;

ბ) პრეტენზიის წარმდგენი კანდიდატის ტესტების  გასწორების გარეშე დატოვების თაობაზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კანდიდატის ტესტი შეუვსებელია ან ნაწილობრივ არის შევსებული და გასწორების შედეგად მიღებულ ქულათა რაოდენობა არ არის საკმარისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად, კანდიდატს გადახდილი სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური უბრუნდება უკან, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“;

დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების პირობები

1. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება გულისხმობს იმ კანდიდატთა მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ხელახლა გასვლას, რომლებმაც ვერ დააგროვეს გამოცდის ჩასაბარებლად ქულათა საკმარისი რაოდენობა.

2. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება ხორციელდება ამ წესის II-IV თავებით დადგენილი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურების შესაბამისად.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია