ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
636
25/10/2007
გამოუქვეყნებელი, 0, 25/10/2007
000000000.00(0).000.000000
ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 636

2007 წლის 25 ოქტომბერი

. თბილისი

ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №239 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავის სათანადო დონეზე  აღნიშვნის მიზნით დამტკიცდეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთა­ვისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების თან­დარ­თული პროგ­რამა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

 

 

ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამა

2007 წლის 5-11 ნოემბერი

 

5 ნოემბერი, ორშაბათი

15.00 – ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა;

თბილისის თოჯინების მუზეუმი, შავთელის ქ. №17;

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

6 ნოემბერი, სამშაბათი

10.00 – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ილია ჭავ­ჭა­ვაძე და მისი ეპოქა ;

13.30 – ილია ჭავჭავაძის ვებგვერდისა და ახალ გამოცემათა (კრებული ილია ჭავჭავაძე – 170 , აკადემიური ოცტომეულის ახალი ტომები, ილია ჭავჭავაძის ბიბლიოგრაფია ) პრე­ზენტაცია;

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი , I სართული, Balroom; თბი­ლისი, თავისუფლების მოედანი №4;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნი­ერების სამინისტრო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

 

7 ნოემბერი, ოთხშაბათი

10.00 – 18.00 – საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია; საქარ­თველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტე­რატურის ინსტიტუტი, თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №5;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტრო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახე­ლობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

 

8 ნოემბერი, ხუთშაბათი

10.00 – ილია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინებით შემკობა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტრო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

 

11.00 ილიაობა ყვარელში; ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის საიუბილეო ექსპოზიციის გახსნა;

ორგანიზატორები: ყვარლის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

 

9 ნოემბერი, პარასკევი

12.00 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბიბლიო­თეკისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების ცერემონია;

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. №1.

 

16.00 – ილია ჭავჭავაძის ხელნაწერთა გამოფენა;

თიბისი ბანკი, საგამოფენო დარბაზი, თბილისი, მარჯა­ნიშვილის ქ. №7;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

 

18.00 – პრეზენტაცია ფილმისა ილიას მკვლელობის ქრონიკა ;

კინოს სახლი, თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №2.

ორგანიზატორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

10 ნოემბერი, შაბათი

14.00 – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის საიუბილეო ექსპოზიციის გახსნა;

ლაურეატთა ილიას მედლითა და პრემია საგურამოთი დაჯილდოება;

კონკურსში ილია და თანამედროვეობა – ილიას შემოქმე­დების საუკეთესოდ მცოდნე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილ­დოება;       

ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

11 ნოემბერი, კვირა

20.00 – ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო; თბილისის ზაქარია ფალია­შვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რუსთაველის გამზირი №25;

ორგანიზატორი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო.

 

22.00 – მიღება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახ­ლის სარკეებიან დარბაზში; თბილისი, რუსთაველის გამზირი №6;

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.