„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016152
34
21/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
010250020.35.156.016152
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №34

2014 წლის 21 იანვარი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-43 დადგენილებით (სსმ, 27.09.2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016009) დამტკიცებულ დებულებაში „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგი სახით:

 


მუხლი 1
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

,,მუხლი 21. ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება

1.    სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.

2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.

3.  განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტებით.

4.   განყოფილების ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ბ)    საფინანსო ოპერაციების დოკუმენტაციის დროულად და კანონიერად გაფორმება;

გ) კონტროლი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე;

დ) მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების, სხვა გასაცემი თანხების დროულად დარიცხვა და გაცემა;

ე) დაწესებულებებთან და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორების დროულად აღრიცხვა;

ვ)    ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება და დადგენილ ვადებში შესაბამის ორგანოებში წარდგენა;

ზ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის პროცესში მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;

თ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.    განყოფილებას უფლება აქვს:

ა)   მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურებისაგან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა დაზუსტების მიზნით, ითანამშრომლოს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსთხოვოს მათ საჭირო ინფორმაცია.’’.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 თებერვლიდან.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი